GEOMORE.UCOZ.COM 

                                                                                                                                                                                                                                                             

საიტის მენიუ

ინტერნეტ შოპინგი [1]
სამედიცინო ფორუმი [0]
რეიტინგები [2]
ინტერნეტ ბლოგი [3]
ქართული მუსიკა [0]
მედიცინა [1]
დასაქმება [0]
სწავლა განათლება [2]
ანეგდოტები [1]

MAP

ucoz.com

CHATE

WEB SITE

CHATE

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აგვისტო » 28 » მედიცინა
10:04 PM
მედიცინა
ცინა არის მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგი, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
2 მედიცინის დარგები
3 რესურსები ინტერნეტში:
4 იხილეთ აგრეთვე

ისტორია [რედაქტირება]

სამკურნალო ხელოვნების მწვერვალი ძველ სამყაროში იყო ჰიპოკრატეს საქმიანობა. ჩვ.წ. მე-2 საუკუნეში ანტიკური მედიცინის წარმოდგენები სისტემატიზებულ იქნა გალენოსის მიერ. მისი სისტემა, შევსებული ავიცენას მიერ, და კანონიზებულ იქნა ეკლესიის მიერ, ბატონობდა თითქმის ახალი ეპოქის დასაწყისამდე. მე-16-17 საუკუნეებში ა.ვეზალიუსის, უ.ჰარვის, აღმოჩენებმა, პარაცელსუსის შრომებმა, ა.პარეს და ტ.სიდენჰემის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო მედიცინის დაბრუნებას ცდისეულ ცოდნის საფუძვლებში. ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის მიღწევებმა, კლინიკურ-ანატომიური და კლინიკურ-ექსპერიმენტული მიმართულებების განვითარებამ, ავადმყოფობის კვლევის ობიექტურმა მეთოდებმა განაპირობებს მეცნიერული მედიცინის ჩამოყალიბება.


მედიცინის განვითარების პროცესში მოხდა მისი დიფერენცირება რამდენიმე დამოუკიდებელ დარგად, რომლებიც შეისწავლიან:
ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის აგებულებას და ფუნქციებს - ანატომია, ფიზიოლოგია, ჰისტოლოგია, ბიოქიმია და სხვა.
ავადმყოფ ორგანიზმს - პათოლოგიური ანატომია, პათოლოგიური ფიზიოლოგია და სხვა.
ავადმყოფობები და მათი მკურნალობა - თერაპია, ქირურგია და სხვა.
გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე - ჰიგიენა.


მედიცინის დარგები [რედაქტირება]
ანესთეზიოლოგია - შეისწავლის გაუტკივარების საკითხებს ოპერაციის გასაკეთებლად
გენეტიკა - შეისწავლის ორგანიზმების მემკვიდრეობასა და ცვალებადობას
გინეკოლოგია - შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოებს და მათ დაავადებებს
დერმატოლოგია - შეისწავლის კანის სნეულებებს
ენდოკრინოლოგია - შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აგებულებას და ფუნქციებს
ვენეროლოგია - შეისწავლის ვენერიულ სნეულებებს
იმუნოლოგია - შეისწავლის ადამიანის იმუნიტეტს
კარდიოლოგია - შეისწავლის გულის დაავდებებს
ლოგოპედია - შეისწავლის მეტყველების ნაკლს და მის მკურნალობას
ნარკოლოგია - შეისწავლის ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ადამიანთა მის მიმართ დამოკიდებულებას და მათ მკურნალობას
ნეფროლოგია - შეისწავლის თირკმლების დაავადებებს
ონკოლოგია - შეისწავლის სიმსივნეებს და მათი მკურნალობის მეთოდებს
ორთოპედია - შეისწავლის ხერხემლისა და კიდურების დეფორმაციას
ოსტეოლოგია - შეისწავლის ძვლების ფორმასა და სტრუქტურას
ოტორინოლარინგოლოგია - შეისწავლის ყურის, ცხვირისა და ყელის დაავადებებს
ოფთალმოლოგია - შეისწავლის თვალის სნეულებებს და მათ მკურნალობას
პათოლოგია - შეისწავლის ავადმყოფობის პროცესებს
პედიატრია - შეისწავლის ბავშვთა სნეულებებს
პროქტოლოგია - შეისწავლის ადამიანის უკანალის სნეულებებს და მათ მკურნალობას
რადიოლოგია - მეცნიერება რადიუმისა და სხვა რადიოაქტიური ელემენტების მოქმედებისა და მედიცინაში მათი გამოყენების შესახებ.
რევმატოლოგია - შეისწავლის რევმატულ დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს
საოჯახო მედიცინა - შეისწავლის ოჯახის ექიმების მომსახურეობას და მათი მომსახურეობის მეთოდებს
სექსოლოგია - შეისწავლის ადამიანის სექსუალური აღზრდის მეთოდებს
სტომატოლოგია - შეისწავლის პირის ღრუს და კბილების დაავადებებს
ტოქსიკოლოგია - შეისწავლის შხამების თვისებებს და მათ ზეგავლენას ორგანიზმზე
ტრავმატოლოგია - შეისწავლის ტრავმულ დაზიანებებს და მათ მკურნალობას
ტრანსფუზიოლოგია - მეცნიერება სისხლის და სისხლის შემცველების დონორის ორგანიზმში გადასხმის შესახებ
ფარმაკოლოგია - შეისწავლის სამკურნალო ნივთიერებათა მოქმედებას ორგანიზმზე
ფარმაცევტიკა - იგივეა რაც ფარმაცია
ფარმაცია - შეისწავლის სამკურნალო საშუალებების მოპოვების, დამუშავების, დამზადების წესებს
ფიზიოლოგია - შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ფუნქციებს
ფსიქიატრია - შეისწავლის ფსიქიურ დაავადებებს და მათ მკურნალობას
ფტიზიატრია - შეისწავლის ფილტვების ტუბერკულოზს და მის მკურნალობას
ფუნდამენტური მედიცინა - ???
ჰემატოლოგია - შეისწავლის სისხლის შემადგენლობას, თვისებებს და დაავადებებს
ჰისტოლოგია - შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა აგებულებას
რესურსები ინტერნეტში: [რედაქტირება]
მედიცინის სიახლენი
ქართული სამედიცინო ინტერნეტ-ქსელი
ქართული სამედიცინო პორტალი
მსოფლიო მედიცინა ქართულ ფორუმზე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1152 | დაამატა: nicks | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

saitebi.ge

LOCKAL

რეკლამა

Calendar

«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

YOUTUBE

Entries archive

Our poll

Rate my site
სულ პასუხი: 3

Tag Board

Site friends

  • Create a free website
  • Online Desktop
  • Free Online Games
  • Video Tutorials
  • All HTML Tags
  • Browser Kits
  • Statistics


    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0